იტალიის სერია A-ში ოცდამეშვიდე ტურის  შეხვედრები მიმდინარეობს. 

ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ტურინში „ტორინოს" სტუმრობდა.

შეხვედრა სტუმართა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-9 წუთზე ვიქტორ ოსიმჰენმა გახსნა ანგარიში. მან კუთხურიდან პიოტრ ზელინსკის მიერ ჩამოწოდებულ ბურთზეყველას დაასწრო და თავური დარტყმით გაგზავნა ბურთი კარში.

ტაიმის შუა წუთებში ტურინელებმა რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს სტუმრებს, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს, 35-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მორიგი უხეშობის შემდეგ, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა და იგი დაზარალებულმა ზუსტად გამოიყენა.

შეხვედრის 52-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ქუსლით ეფექტური გადაცემა გაუკეთა ოლივერას, მის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კი მასპინძელთა კარში თავური დარტყმით ვიქტორ ოსმჰენმა გაიტანა.

68-ე წუთზე ვიქტორ ოსიმჰენისგან მიღებული ბურთი ხვიჩა კვარაცხელიამ კარგ პოზიციაში მყოფ ტანგი ნდომბელეს მიაწოდა და მან ანგარიში 4:0 გახადა.


დღეს უკვე დასრულებულ კიდევ ერთ შეხვედრაში „სამპდორიამ" ვერონას სძლია

„სამპდორია" - „ვერონა" 3:1(2:0)
გოლები: 24' და 35' მანოლო გაბიადინი 1:0 და 2:0, 89' მარკო ფარაონი 2:1, 90+8' ალესანდრო ძანოლი 3:1


1. „ნაპოლი” 27 22-2-2 64:16 71
2. „ინტერი” 26 15-2-8 47:30 50
3. „ლაციო” 26 14-7-5 41:19 49
4. „მილანი” 27 14-6-7 44:36 48
5. „რომა” 26 14-5-7 35:25 47

6. „ატალანტა” 27 13-6-8 44:31 45
7. „იუვენტუსი" 26 16 5 5 44:22 38*
8. „უდინეზე” 27 9-11-7 37:31 38
9. „ბოლონია” 27 10-7-10 33:36 37
10. „ტორინო” 27 10-7-9 29:33 37
11. „სასუოლო” 27 10-6-11 35:40 36
12. „ფიორენტინა” 26 9-7-10 31:31 34

13. „მონცა” 27 9-7-11 32:37 34
14. „ემპოლი” 27 6-10-11 24:36 28
15. „ლეჩე” 26 6-9-11 24:31 27
16. „სალერნიტანა” 27 6-9-12 31:47 27
17. „სპეცია” 27 5-9-13 23:43 24
18. „ვერონა” 27 4-7-16 22:41 19
19. „სამპდორია” 27 3-6-18 16:44 15
20. „კრემონეზე” 27 1–10-15 22:49 13

* იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა სასამართლომ “იუვენტუსი" წარდგენილი საბუღალტრო დოკუმენტაციის გაყალბებაში ცნო დამნაშავედ და 15 ქულა დააკლო.

ბომბარდირები:
ვიქტორ ოსიმჰენი(„ნაპოლი") - 21 გოლი
ლაუტარო მარტინესი („ინტერი) - 14 გოლი (1 პენალტიდან)
ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი") - 12 გოლი (2 პენალტიდან)

ადემოლა ლუკმენი („ატალანტა") - 12 გოლი (3 პენალტიდან)
მბალა ნზოლა  („სპეცია") - 12 გოლი (3 პენალტიდან)