საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ქართველო კალათბურთელებს გამარჯვებას ულოცავს. 


ეკრანზე დავინახე, უცბად, რომ 10 ქულით მოუგეთ და ამ დროს ხიზანას ჩავუარე და ვკითხე - მართალია? იმიტომ, რომ ძალიან გამიკვირდა, რადგან საფრანგეთი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ბიჭებს  ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ჩემი აზრით, მათ შეუძლიათ კიდევ წინ წავიდნენ. ძალიან გაგვახარეს გუშინ, ძალიან დამწუხრებულები ვიყავით იმაზე, რომ ვერ ვუყურებდით ჩვენ მათ თამაშს.

ძალიან დიდი ბედნიერება გვაჩუქეს. დღეს საქართველოს დღეა, ასეთი წარმატება იშვიათია და ძალიან ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ ჩვენმა საკალათბურთო ნაკრებმა ეს მოახერხა." - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, ევრობასკეტის მერვედფინალურ შეხვედრაში საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა (ვიდეო)