იტალიასთან 90+8 წუთზე გაშვებული გოლით ერთობ დამწუხრებულ გულშემატკივრებს ხორვატიული სპორტული გამოცემა sportklub.n1info ხორვატიის ნაკრების პლეი-ოფში მოხვედრის შანსებს აცნობს
„იმისთვის, რომ „ცეცხლოვნებმა"(ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი მეტსახელი - „აიპრესი") მერვედფინალში მხოლოდ ორი ქულით ითამაშონ, რამდენიმე პირობა უნდა შესრულდეს. დანიამ სერბეთი უნდა დაამარცხოს, ხოლო ინგლისმა სლოვენიას სამი ბურთით მაინც უნდა მოუგოს. გარდა ამისა, პორტუგალიამ უნდა დაამარცხოს საქართველო, თურქეთმა კი ჩეხეთი.
98-ე წუთზე გაშვებული გოლმა ხორვატიის ნაკრების შანსები, პორტალ FootballMeetsData-ს მიხედვით 100%-დან 2%-მდე შეამცირა", - წერს sportklub.n1info.
თეორიულად ასეთი შანსი ხორვატიის ნაკრებს სერბეთის მიერ დანიის ნაკრების 3 და მეტი ბურთით დამარცხების შემთხვევაშიც აქვს, ხოლო საქართველოს ნაკრებს სლოვენიის ინგლისთან 0:2 და დანიის სერბეთთან 0:2 მარცხის (ან დანიის ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვების) შემთხვევაშიც აქვს თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პირობა დაკმაყოფილდება:
ა) საქართველო პორტუგალიასთან 1:1(2:2, 3:3...) ითამაშებს
ასეთ შემთხვევაში საქართველოს ბურთების სხვაობა იქნება 3:5, სლოვენიის (ან დანიის) კი 2:4 და საქართველო უპირატესობას მიიღებს მეტი გატანილი გოლის გამო;
ბ) საქართველო პორტუგალიასთან 0:0-ს (ან 1:1-ს, მაგრამ კონკურენტები არა 0:2-ს, არამედ 1:3-ს წააგებენ), მაგრამ მიიღებენ არანაკლებ ორ ყვითელ ბარათს, საქართველო კი არცერთს.
ასეთ შემთხვევაში ქულები, ბურთების სხვაობა და გატანილი გოლები თანაბარი იქნება, მაგრამ საქართველო უპირატესობას მიიღებს ნაკლები დისციპლინარული ბარათების ხარჯზე. დღეის მდგომარეობით საქართველო ხუთი ყვითელი ბარათი აქვს, დანიას და სლოვენიას კი ოთხ-ოთხი.
აღვნიშნავთ, რომ პორტუგალიასთან გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში რთული ბუღალტრული ანგარიშების გარეშე ხვდება. FootballMeetsData-ს თანახმად, საქართველოს მერვედფინალში გასვლის შანსი 8%-ს უტოლდება.