კენიელმა მორბენალმა, სებასტიან სავემ, ზედიზედ მეორედ მოიგო ლონდონის მარათონი.

30 წლის კენიელმა ლონდონის მარაფონი ზედიზედ მეორედ მოიგო. მან ფინიშის ხაზი 1 საათს, 59 წუთსა და 30 წამში გადაკვეთა, რაც 1 წუთით და 5 წამით აღემატება გარდაცვლილი კელვინ კიპტუმის წინა რეკორდს - 2:00:35-ს, რომელიც 2023 წელს დამყარდა.

მეორე ადგილზე გასულმა ეთიოპელმა იომიფ კეჯელჩამ ასევე შეძლო 42 კილომეტრი  და 195 მეტრის ორ საათზე ნაკლებ დროში გარბენა, მესამე ადგილზე გასულმა უგანდელმა ჯეიკობ კიპლიმომ კი კელვინ კიპტუმის წინა რეკორდი 2 წამით გააუმჯობესა.

1. სებასტიან სავე (კენია) - 1:59:30
2. იომიფ კეჯელჩა (ეთიოპია) - 1:59:41
3. ჯეიკობ კიპლიმო (უგანდა) - 2:00:28


ქალთა შორის ლონდონის მარათონის გამარჯვებული ასევე ზედიზედ მეორედ გახდა  ეთიოპელი ასეფა ტიგსტი. მსოფლიო რეკორდსმენმა (2:11:53) დისტანცია 2  საათს, 15 წუთსა და 41 წამში დაფარა.

1. ასეფა ტიგსტი (ეთიოპია) - 2:15:41
2. ჰელენ ობირი (კენია) - 2:15:53
3. ჯოისლინ ჯეპკოსგეი (კენია) - 2:15:55