ლოს-ანჯელესში, „სოუ ფაიზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა გაიმართა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და კანადის შეხვედრის ბედი 90+2 წუთზე კანადელი სტივენ ეუშტაკიუს მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - კანადა 0:1(0:0)
გოლი: 90+2' სტივენ ეუშტაკიუ

კანადა მერვედფინალში გავიდა, სადაც ნიდერლანდებსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება