იტალიის სერია A-ში ბოლო, ოცდამეთვრამეტე ტურის შეხვედრები დასრულდა.

საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ სახლში „ვერონასთან“ განიცადა მარცხი და სერია A-დან გავარდა.

„ემპოლი“ - „ვერონა“ 1:2(1:1)

საბა გოგლიჩიძე (Flashscore - 6,4) 82-ე წუთზე შეცვალეს.

„ატალანტა“ - „პარმა“ 2:3(2:0)
„ვენეცია“ - „იუვენტუსი“ 2:3(1:2)
„ლაციო“ - „ლეჩე“ 0:1(0:1)
„ტორინო“ - „რომა“ 0:2(0:1)
„უდინეზე“ - „ფიორენტინა“ 2:3(1:0)