2025 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისა და მიმდინარე სეზონის გრან-პრის სერიების საერთო შედეგებით (4 495 ქულა) საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მიიღებს მონაწილეობას.

სპორტის სამინისტროს ცნობით, ჩემპიონატზე, რომელსაც ყოველ მეორე წელიწადს ტოკიო მასპინძლობს, ექვსი ქვეყნის გუნდი მონაწილეობს.

2025 წელს, საქართველოს გარდა, იასპარეზებენ ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, კანადის, საფრანგეთისა და იტალიის ნაკრები გუნდები.

მსოფლიოს ჩემპიონატი ტოკიოში 17-20 აპრილს ჩატარდება.