სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად 2026 წელს საქართველო კადეტ და იუნიორ მოფარიკავეებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატი 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ხმლის, დაშნისა და რაპირის ექვს კატეგორიაში ჩატარდება.
ევროპის ჩემპიონატის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება 2025 წელს იტალიის ქალაქ გენუაში გამართულ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესზე მიიღეს.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.








