ეტლით ფარიკაობაში, ვარშავის კონტინენტის  პირველობაზე,  ირმა ხეცურიანმა რაპირით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხეცურიანმა ნახევარფინალში ბრძოლა მოუგო  უკრაინელ ოლგა იესინას ანგარიშით 15:2,
ფინალში კი იტალიელი ბიაჯინი დაამარცხა 15:3
და ოქროს მედალი აიღო.

ამავე ტურნირზე ასპარეზობისას, დღეს ნინა თიბილაშვილმა  მეორე მაღალი სინჯის მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს.

 თიბილაშვილმა  რაპირით ბრძოლაში  მესამე ადგილის მოსაპოვებლად დაამარცხა უნგრელი ამარელა ვერესი ანგარიშით 15:3 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, ვარშავის ევროპის ჩემპიონატზე ხმლით ფარიკაობაში, ნინა თიბილაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებიშემდეგი შემადგენლობით- ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი, ხვალ რაპირით ასპარეზობაში გუნდურ შეჯიბრში იბრძოლებს მაღალი სინჯის მედლის მოსაპოვებლად.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გოგონებს.