ლოს-ანჯელესში (ინგლვუდში), „სოუ ფაი სტედიუმზე“, G ჯგუფის გუნდების მეორე ტურის პირველი მატჩი დასრულდა.

ბელგიელთა უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, პირველი ნახევარი უშედეგოდ დასრულდა.

მეორე ნახევარში ბელგიელებმა კვლავ განაგრძეს შეტევები, თუმცა, ამჯერად ირანმაც გამოიღო ხელი და 53-ე წუთზე მათ მიერ შექმნილი სახიფათო მომენტის შემდეგ კურტმ გადარჩინა კარი გოლს. 

ექვსი წუთის შემდეგ უკვე ირანელთა მეკარემ სასწაულებრივად გადაარჩინა კარი, 66-ე წუთზე კი ნათან ნგოიმ უხეში შეცდომა დაუშვა და ირანელის მეკარესთან პირისპირ გასვლის აღკვეთის მცდელობის დროს მეტოქე მოცელა. მსაჯმა მას პირდაპირი წითელი უჩვენა და ბელგიელები ათნი დარჩნენ.

ირანმა უპირატესობას დაუფლა, თუმცა, მეტოქეს ფრთხილად უტევდა და ძირითადად, მაინც ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნავდა. საბოლოოდ ასე მოხდა.

ბელგია - ირანი 0:0(0:0)

ამავე ჯგუფში მყოფი ახალი ზელანდიის და ეგვიპტის გუნდების მატჩი დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ დაიწყება ვანკუვერში, „ბი-სი პლეისზე".