საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UEFA-ს ერთა ლიგის ფარგლებში გამართულ საქართველო-ჩეხეთის მატჩს დაესწრო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე მიხეილ მესხის სტადიონზე დედაქალაქის მერსა და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
მატჩი ანგარიშით 4-1 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
თამაშის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაურმა ნაკრების წევრებს გამარჯვება მიულოცა და მომდევნო მატჩებში წარმატება უსურვა.