საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „იბერიას“ ევროტურნირის, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლების მოპოვებას ულოცავს.

„22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ „იბერიას”!“, - წერს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „იბერიამ“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელი „ლარნე“ 2:1 დაამარცხა და ევროტურნირის, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.