ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დასრულდა ძიუდოში კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრების ბოლო დღის ფინალური ორთაბრძოლები.

90 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში იოანე აბალაკმა იაპონელ კაიტო ტოკიტას ოქროს დროში იპონით სძლია და კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.

ქალთა 70 კგ წონით კატეგორიაში ქეთი რობაქიძესთან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ფრანგი ლუსი რულიერი არ გამოცხადდა და ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

90კგ წონაში გიორგი ზურაბაშვილმა ბრინჯაოს მედალი ბრაზილიელ სეზარ დე გოდოი სადთან გამარჯვებით მოიპოვა.

+90კგ წონაში გიორგი ქარჩაიძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ამერიკელი კანტა უეიამას სძლია.   

ამრიგად, ქართველმა კადეტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი ოქროს (+90კგ იოანე აბალაკი), ერთი ვერცხლის (81კგ გიორგი მუმლაძე) და ოთხი ბრინჯაოს მედალი (70კგ ქეთი რობაქიძე, 73კგ ვასილ გამეზარდაშვილი, 90კგ გიორგი ზურაბაშვილი, +90კგ გიორგი ქარჩაიძე) მოიპოვეს და მედლებით გუნდურ ჩათვლაში მე-5 ადგილზე (გოგონები მე-13, ბიჭები) გავიდნენ.

პირველი ადგილი 5 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით უზბეკეთმა დაიკავა. მეორეზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სპორტსმენთა გუნდი გავიდა 4 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლით. 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით მესამე ადგილზე ბრაზილია გავიდა, 1 ოქროს, სამი ვეცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით კი მეოთხე ადგილი იაპონიამ დაიკავა.