ატლანტაში, „მერსედეს-ბენც სტედიუმზე“, მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მერვე მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა დასრულდა.

ინგლისი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მატჩს 75-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ მატჩის ბოლო თხუთმეტ წუთში ჰარი კეინის მიერ გატანილი გოლებით მოგება შეძლო და მერვედფინალში გავიდა.

ინგლისი- კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2:1(0:1)
გოლები: 7' ბრაიან სიპენგა 0:1, 75' და 86' ჰარი კეინი 1:1 და 2:1

მერვედფინალში ინგლისის მეტოქე მექსიკა იქნება. მატჩი 6 ივლისს „აცტეკაზე“ გაიმართება.

შეგახსენებთ სხვა მეთექვსმეტედფინალური მატჩების შედეგებს:

კანადა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 1:0(0:0)
ბრაზილია - იაპონია 2:1(0:1)
პარაგვაი - გერმანია დ.დ.1:1(1:1,1:0) პენალტები 4:3
მაროკო - ნიდერლანდები დ.დ.1:1(1:1, 0:0) პენალტები 3:2  
ნორვეგია -კოტ დ'ივუარი 2:1(1:0)
მექსიკა - ეკვადორი 2:0(2:0)
საფრანგეთი - შვედეთი 3:0(1:0)