„დალას სტედიუმზე“ L ჯგუფის გუნდების პირველი მატჩი დასრულდა.

ინგლისის და ხორვატიის შეხვედრაში ინგლისი ორჯერ დაწინაურდა და ხორვატიამ ორივეჯერ შეძლო წონასწორობის აღდგენა.

მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ჯუდ ბელინგემმა ისევ დააწინაურა ინგლისელები და ამჯერად ანგარიშის გათანაბრების მცდელობა უშედეგო გამოდგა. მეტიც, 85-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა მარკუს რაშფორდმა უპირატესობა გაზარდა.

ინგლისი - ხორვატია 4:2(2:2)
გოლები: 12' ჰარი კეინი 1:0, 36' მარტინ ბატურინა 1:1, 42' ჰარი კეინი 2:1, 45+5' პეტარ მუსა 2:2, 47' ჯუდ ბელინგემი 3:2, 85' მარკუს რაშფორდი 4:2

ამავე ჯგუფში არიან განა და პანამა. ისინი დაახლოებით ერთ საათში  ტორონტოს „ბიმო ფილდზე" გავლენ სათამაშოდ.