პოდგორიცაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, დასრულდა ასპარეზობა 100 კგ წონით კატეგორიაში.

ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ერთმანეთს პარიზის ოლიმპიური თამაშების ოქროს  და ვეცხლისმედალოსნები, ზელიმ კოცოევი და ილია სულამანიძე დაუპირისპირდნენ.  

ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე იუკოთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

1. ილია სულამანიძე (საქართველო)
2. ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი)
3. სიმეონ კატარინა (ნიდერლანდები)
3. ჯენარო პირელი (იტალია)

ამრიგად, საქართველომ პოდგორიცაში ასპარეზობა ორი ოქროს (გიორგი სარდალაშვილი, ილია სულამანიძე) და ორი ვერცხლის მედლით (ეთერ ლიპარტელიანი, ტატო გრიგალაშვილი) დაასრულა.

ევროპის პირველობაზე კაცთა შორის სამი ოქროს  მედალი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელი მოასპარეზე რუსმა სპორტსმენებმა მოიპოვეს, თითო-თითო ოქროს მედალი კი ფრანგების და იტალიელების ანგარიშზეა.