საქართველოსა და ქართველებზე შეყვარებული ესპანური კლუბი, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, განაგრძობს თავის ოფიციალურ გვერდზე სტატუსების ქართულ ენაზე გამოქვეყნებას.

ევრო 2024-ზე კლუბი გიორგი ქოჩორაშვილის და საქართველოს ნაკრების მხარდამჭერ სტატუსებს აქვეყნებდა. ტრადიციას კლუბი არც ახლა ღალატობს.

რაც შეეხება თავად კლუბს, კლუბი დაარსდა 1909 წელს, როგორც საფეხბურთო კლუბი „ლევანტე“. სახელი აღებულია ლევანტეს სანაპიროსგან, რომელიც ლა მავროსაში მდებარეობას და არის პირველი კლუბი ვალენსიაში. ადგილობრივი მეტოქე არის „ვალენსია“, რომელიც 1919 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო კიდევ ერთი ვალენსიური კლუბი „კაბანიალი“ არსებობდა 1903 წლიდან. თავდაპირველად კლუბი საშინაო მატჩებს ატარებდა „ლა პლატიეტაზე“, რომელიც პარფიუმერიული მეწარმეების მფლობელობის ქვეშ იყო.

შემდეგ კლუბისთვის ადგილი მოიძნებნა პორტთან ახლოს, რის გამოც კლუბმა თანდათან დაიწყო ასოცირება მუშათა კლასთან. 1919 წელს, კლუბმა პირველი მატჩი ჩაატარა „ვალენსიასთან“ და დამარცხდა ანგარიშით 0-1. მატჩი გაიმართა ახალი სტადიონის ინაუგურაციისთვის, რომელიც ალხიროსში მდებარეოდა. 1928 წელს „ლევანტე“ გახდა ვალენსიის ჩემპიონატის გამარჯვებული.