თბილისში, „მიხეილ მესხზე“ კონფერენც ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში, „იბერია 1999-მა“ ესპანეთის „ხეტაფეს“ უმასპინძლა.
ქართველმა ფეხბურთელებმა კარგად ჩაატარეს შეხვედრა და მინდორი გამარჯვებულებმა დატოვეს.
„იბერია 1999“ - „ხეტაფე“ 1:0(1:0)
გოლები: 25' გიორგი ქობულაძე
გაძევება: 61' ორელ მანგალა („ხეტაფე“, მეორე ყვითელი)
ამ მოგების შემდეგ „იბერია 1999-ს“ ოთხი ქულა დაუგროვდა, რაც საპლეიოფე ზონაში შესვლისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
10 დეკემბერს „იბერია 1999“ სახლში „ცვრვენა ზვეზდას“ მიიღებს, 18 დეკემბერს კი პოლონეთში „იაბლონეცთან“ ითამაშებს.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




