ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნითი რაუნდის პირველ შეხვედრაში „იაგელონიამ“ „იბერია 1999“ მიიღო.

„ხორტენა არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლების უპირატესობა სამ გატანილ გოლში და საკუთარი კარის მშრალად შენახვაში აისახა.

განმეორებით შეხვედრის წინ პოლონელების ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში პრაქტიკულად ეჭვგარეშეა, საქართველოს ჩემპიონს კი კონფერენც ლიგის ჯგუფურ ტურნირზე გამოსვლით დაკმაყოფილება მოუწევს.

„იაგელონია“ - „იბერია 1999" 4:0(2:0)
გოლები: 34' ხესუს იმაზი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 45'+2 ჯერემი აგბონიფო 2:0, 63' იბრაჰიმ ალჰასანი, საკუთარ კარში 3:0, 90'+2 სერხიო ლოსანო 4:0

მოამზადა რაულ კაპანაძემ