ბუდაპეშტის ლალო პაპს სპორტულ არენაზე ძიუდოში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონები გამოვლინდნენ ქალთა 48 და კაცთა 60 კგ წონით კატეგორიებში.
კაცთა შორის 60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ოქროსმედალი მოიპოვა პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს და 2018 და 2019 წლების მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელმა იაპონელმა რიუჯი ნაგაიამამ.
რიუჯი ნაგაიამა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 2017 წლიდან იბრძოდა.
1. რიუჯი ნაგაიამა - იაპონია
2. რომან ვალადიე პიკარი - საფრანგეთი
3. იოლკ კაზერბეკი - მონღოლეთი
3. აიუბ ბლიევი - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი
ქალთა შორის 48 კგ წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული იტალიელმა ასუნტა სკუტომ მოიპოვა.
1. ასუნტა სკუტო - იტალია
2. აბიბა აბუჟაკინოვა - ყაზახეთი
3. ვაკანა კოგა - იაპონია
3. ლაურა მარტინეს აბელენდა - ესპანეთი
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მსოფლიო ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი პულის ნახევარფინალში მასპინძელ ბოლო წამზე მასპინძელ მარტონ ანდრაშისთან მსაჯების ერთობ საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა.