ბუდაპეშტში, ლასლო პაპის სახელობის სპორტულ არენაზე, ძიუდოში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო.
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 93 ქვეყნის 556 ძიუდოისტიდან (294 კაცი და 262 ქალი) დღეს ასპარეზობაში 60 კგ წონითი კატეგორიის 27 და 48 კგ წონითი კატეგორიის 42 სპორტსმენი ჩაება.
60 კგ წონითი კატეგორიაში მონაწილეთა შორის იყო მსოფლიო ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი. მან პირველი შეხვედრა ანგოლელ ძიუდოისტს იპონით მოუგო, მეორე შეხვედრა კი მასპინძელთან, მარტონ ანდრაშისთან ბოლო წამზე დათმო მეტად საეჭვო იუკოთი.