ტაშკენტში, ძიუდოისტთა მსოფლიო პირველობაზე, +78 კგ წონითი კატეგორიის ქალები და +100 კგ წონითი კატეგორიის კაცები ჩაებნენ ასპარეზობაში
გურამ თუშიშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და  მეტოქე, სლოვენიელი დრაგიჩი იპონით დამარცხა. მესამე წრეში გურამ თუშიშვილი ვაზარით ჩამორჩა გერმანელ იოჰანეს ფრეის და ჩამორჩენის აღმოფხვრა და იქვე შებოჭვა მხოლოდ  ძირითადი დროის ბოლო წამებზე მოახერხა. პულის ფინალში გურამ თუშიშვილი კუბელ ენდი გრანდასთან იპონით დამარცხდა და რეპეშაჟიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას. რეპეშაჟის ნახევარფინალში მისი მეტოქე მასპინძელი ალიშერ იუსუპოვი იქნება +78 კგ წონაში სოფიო სომხიშვილი პირველ წრეში ოთხგზის ოლიმპიადის მონაწილეს, ოლიმპიურ ჩემპიონს და ორგზის მსოფლიო ჩემპიონს, კუბელ იდალის ორტისს შეხვდა და დამარცხდა.