საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია საქართველო-ალბანეთის მატჩს აფასებს და ამბობს, რომ რთული თამაში იყო. 

"რთული თამაში იყო, განსაკუთრებით - პირველი ტაიმი. ალბათ, ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ სამი დღის წინ ითამაშა თამაში. პოზიციური თამაში იყო. ალბათ, გარდამტეხი პირველი გოლი იყო. მომენტი ვერ შეგვიქმნა ალბანეთმა. თითოეული ფეხბურთელი თავის პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად უდგება - მიხარია, რომ ასე სერიოზულად ვუდგებით ყველა თამაშს და ასეთი წარმატება გვაქვს," - განაცხადა გურამ კაშიამ.