ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დღეს ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშებული მედლებიდან ოთხ წონით კატეგორიაში შეძლეს კვარცხლბეკზე ასვლა.
96 კგ წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი 7:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
70 კგ წონით კატეგორიაში აკაკი ქემერტელიძემ სომეხ არმან ანდრეასიანთან ფინალური შეხვედრა 3:7 წააგო და ვერცხლის მედლის მფობელი გახდა.
57 კგ წონით კატეგორიაში რობერტ დინგაშვილმა ფრანგ ილმან მუხტაროვს 11:0 მოუგო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
79 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისს 6:4 მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
65კგ წონით კატეგორიაში გიორგი ძებისაშვილი ანდრე კლარკთან 3:5 დამარცხდა
57 კგ
1. არსენ ჰარუთინიანი (სომხეთი)
2. მუჰამეტ კარავუსი (თურქეთი)
3. რობერტ დინგაშვილი (საქართველო)
3. ისლამ ბაზარგანოვი (აზერბაიჯანი)
65 კგ
1. ისლამ დუდაევი (ალბანეთი)
2. გაჯიმურად რაშიდოვი (ნეიტრალური სტატუსი)
3. ანდრე კლარკი (გერმანია)
3. ალი რაჰიმზადა (აზერბაიჯანი)
5. გიორგი ძებისაშვილი (საქართველო)
70კგ
1. არმან ანდრეასიანი (სომხეთი)
2. აკაკი ქემერტელიძე (საქართველო)
3. რამაზან რამაზანოვი (ბულგარეთი)
3. ისლამ მუსუკაევი (უნგრეთი)
79 კგ
1. ახმედ უსმანოვი (ნეიტრალური სტატუსი)
2. მაგომედხაბიბ კადიმაგომედოვი (ნეიტრალური სტატუსი)
3. ავთანდილ კენჭაძე (საქართველო)
3. ფრანკ ჩამიზო (იტალია)
97 კგ
1. გივი მაჭარაშვილი (საქართველო)
2. მაგომედხან მაგომედოვი (აზერბაიჯანი
3. ვლადისლავ ბაიცაევი (უნგრეთი)
3. იბრაჰიმ ჩიფჩი (თურქეთი)