საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცდამეცხრე ტურის შეხვედრები გრძელდება.
გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ გასვლაზე „ოსერი“ დაამარცხა და ლიდერთა ოთხეულში შევიდა.
გიორგი მიქაუტაძემ (Flashscore - 8,0) თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
„ოსერი„ - „ლიონი“ 1:3(0:0)
გოლები: 54' გიორგი მიქაუტაძე თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 62' რაიან ჩერკი 0:2, 77' ლასინე სინაიოკო 1:2. 84' ალექსანდრ ლაკაზეტი (გიორგი მიქაუტაძე) 1:3