ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა.
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ გასვლაზე „ბურგოსი“ დაამარცხა და ბოლო ტურის თამაშების შედეგების მიუხედავად გაინაღდა ლა ლიგა 1-ის დაწინაურება.
გიორგი ქოჩორაშვილი (Flashscore - 6,8) მინდორზე მეორე ნახევრის 56-ე წუთზე შევიდა.
„ბურგოსი“ - „ლევანტე“ 2:3(2:1)
გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ სახლში „კასტელონი“ 2:1 დაამარცხა და ბოლო ტურში გასვლაზე „სანტანდერის“ დამარცხების შემთხვევაში პლეი-ოფში ითამაშებს ლა ლიგის მესამე საგზურის მოსაპოვებლად.
გიორგი წიტაიშვილმა შეხვედრაში ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა, Flashcore-მ მისი თამაში 7,8-ით შეაფასა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
„გრანადა“ - „კასტელონი“ 2:1(1:0)