ესპანეთის ლა ლიგაში 23-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ სახლში „ესპანიოლი“ დაამარცხა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ შედარებით უკეთესი პოზიცია შეინარჩუნა.
გიორგი მიქაუტაძემ 35-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 55-ე წუთზე კი საგოლე გადაცემა შეასრულა. მან მინდორი 73-ე წუთზე დატოვა. Flashscore-მ გიორგი მიქაუტაძეს ყველაზე მაღალი შეფასება (8,5) მისცა.
„ვილიარეალი“ - „ესპანიოლი“ 4:1(2:0)
გოლები: 35' გიორგი მიქაუტაძე 1:0, 41' ხოსე სალინასი, საკუთარ კარში 2:0, 50' ნიკოლას პეპე 3:0, 55' ალბერტო მოლეირო (გიორგი მიქაუტაზე) 4:0, 88' ლეანდრო კაბრერა 4:1





