ესპანეთის ლა ლიგაში მერვე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ მადრიდში „რეალს“ სტუმრობდა.

შეხცვედრის პირველ ნახევარში ანგარიში არ გახსნილა, მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში კი ვინისიუსმა „რეალი“ დააწინაურა. 

69-ე წუთზე მანვე თერთმეტმეტრიანიდან მეორე გოლი გაიტანა, ოთხ წუთში კი მინდორზე შეხვედრის 45-ე წუთზე შესულმა გიორგი მიქაუტაძემ (Flashscore - 6,5) ლა ლიგაში გატანილი მორიგი გოლი მიითვალა და „ვილიარეალს“ შეხვედრის ფრედ დასრულების იმიდეი მიეცა.

77-ე წუთზე სანტიაგო მოურინიომ მერე გაფრთხილება მიიღო და სტუმრები მინდორზე ათნი დარჩნენ.

81-ე წუთზე კილიან მბაპემ მესამედ აიღო „ვილიარეალის“ კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა

„რეალი“ - ვილიარეალი“ 3:1(0:0)
გოლები: 47' ვინისიუსი 1:0, 69' ვინისიუსი,, თერთმეტმეტრიანიდან 20, 73' გიორგი მიქაუტაძე 2:1, 81, კილიან მბაპოე 3:1
გაძევება: 77' სანტიაგო მოურინიო („ვილიარეალი“, მეორე ყვითელი)