ესპანეთის ლა ლიგა 1-ში ოცდამეთოთხმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა, მორიგი მატჩი მოიგო და მეთორმეტე ადგილზე გადაინაცვლა.
გიორგი მამარდაშვილი (Flashscore - 6,1) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო.
„ლას პალმასი“ - „ვალენსია“ 2:3(1:1)
გოლები: 22' ჰუგო დურო 0:1, 42+2' სანდრო რამირესი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, 58' ჰუგო დურო 1:2,75' ალექს სუარესი, საკუთარ კარში 1:3, 83' ოლივერ მაკბარნი 2:3
„ვალენსიამ“ ბოლო ცხრა ტურში ხუთი შეხვედრა მოიგო (ორი სტუმრად) და ოთხი (ორი სტუმრად) ფრედ დაამთავრა.