ლინცში ძიუდოისტებმა ზემო ავსტრიის გრან-პრიზე ასპარეზობა დაასრულეს.
შეჯიბრების დასკვნით დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს და კაცთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე დაიკავეს.
90 კგ წონითი კატეგორიის ფინალი ბრძოლა გიორგი ჯაბნიაშვილს და ტატო გრიგალაშვილს შორის არ შედგა გრიგალაშვილის ტრავმის გამო და ოქროს მედლის მფლობელი ჯაბნიაშვილი გახდა.
100 კგ წონაში გურამ თუშიშვილმა ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ამავე წონაში შალვა გურეშიძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელი ევჰენი ბალიევსკისთან დამარცხდა.