საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა, 2022 წლის ინტერვიუში "ლიდერსპორტთან", ინატრა, რომ კარიერის დასრულებამდე საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ეთამაშა.
"საქართველოს ნაკრების თამაშებს ვუყურებ ყველას და ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც თამაშობენ ჩვენი მცველები კონკრეტულად ჩემს პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელები. გაკვირვებული ვარ ჩვენი გურამ კაშიას პროფესიონალიზმით. მინდა მადლობა გადავუხადო იმ სამაგალითო კარიერით, რომელიც მან ქართულ ფეხბურთს მიუძღვნა. სხვათა შორის, მე გამოძახებული ვიყავი 35 კაცში, პირველად ამ 5 წლის მანძილზე, გაფართობებულ შემადგენლობაში. ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულო იყო როდესაც ოფიციალური წერილი მივიღეთ საფაჰანში. ჩემებსაც გაეხარდათ კლუბში, ყველაფერს აკეთებენ, ცივ ნიავს არ მაკარებენ. ქართველები არ ადევნებენ ირანულ ფეხბურთს თვალს, რადგან ტელევიზორზე არაა, ინტერნეტში არაა, უნდა მოიძიო, სპარსული ენა არ იცი - რთულია მოკლედ ჩემი თამაშის ნახვა. მაგრამ რადგან გამომიძახეს ე.ი რადარზე ვარ, თვალს მადევნებენ, უკვე ახლოს ვარ და ჩემი ოცნების შესასრულებლად რომ მოვხვდე იმ 11 კაცში, ძირითად შემადგენლობაში, ამისთვის ორმაგი და სამმაგი მოტივაციით გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას, რომ რამეში გამოვადგე ჩემს ქვეყანას, ბოლო-ბოლო გავა წლები და ამას გავიხსენებ... არ მინდა ყველაფერმა ისე ჩაიაროს, რომ სინანულით ვთქვა, რომ მე იცი რა, აქ არ ვიყავი"- განაცხადა გიორგი გველესიანმა.