ინგლისის ჩემპიონშიპში ოცდამეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

გიორგი  ჩაკვეტაძის და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდს“  შეხვედრა უშუალო კონკურენტ „დერბისთან“ ჰქონდა.

მასპინძლებმა მე-5 წუთზე გატანილი გოლი მატჩის 90-ე წუთზე გააორეს და ჩემპიონატის ბოლო შვიდ შეხვედრაში სამი ფრის და ოთხი წაგების შემდეგ იზეიმეს გამარჯვება.

გიორგი ჩაკვეტაძე (flashscore - 6,8) 23-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, საბა გოგლიჩიძე (flashscore - 7,0) კი 86-ე წუთზე შეცვალეს.