ბელგრადში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო.

დღეს 61-70-86-125 კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები ასპარეზობდნენ.

125კგ წონით კატეგორიაში გენი პეტრიაშვილმა 1/16 ფინალში კამბოჯელი ბალ სოუ 9:3 დაამარცხა, 1/8 ფინალში  ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე რუს აბდულა კურბანოვთან 6:5 გაიმარჯვა, 1/4 ფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 3:1 სძლია და ნახევარფინალში ამერიკელ მეისონ მარკ პერისს შეხვდა.

გენო პეტრიაშვილმა ანგარიშით 8:6 გაიმარჯვა და ხვალ ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. 

ბადის ზედა ნაწილში მყოფმა თურქმა ტაჰა აკგულმა 1/16 ფინალში 11:0 მოუგო მექსიკელ ედუარდოი მაქსიმილიან გარსია ბეტანსოსს, 1/8 ფინალში 2:0 დაამარცხა აზერბაიჯანელი გიორგი მეშვილდიშვილი, 1/4 ფინალში 3:0 სძლია უკრაინელ პიოტრ ხოტიანოვსკის, ნახევარფინალში კი ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარესთან 0:4 წააგო. ირანელმა აკგულთან შეხვედრამდე ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე დენის ხრამენკოვი 7:2 დაამარცხა, პუერტრიკოელი  ჯონავან დარიუს სმიტი 10:0, უნგრელი დანიელ ლიგეტი კი 11:4.

კიდევ ერთ წონაში, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის მედლებთან ერთად ოლიმპიური ლიცენზიებიც თამაშდება, ტარიელ გაფრინდაშვილმა (86კგ) 1/16 ფინალში 4:10 წააგო იაპონელ ჰაიატო იშიგუროსთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

არაოლიმპიური წონებში მოჭიდავეთაგან შოთა ფარტენაძემ 1/16 ფინალში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე ბელარუსი ანდრეი ბეკრენევი 5:0 დაამარცხა, 1/4 ფინალში უზბეკი ჟახონგირმირზო ტურუბოვს 5:3 სძლია, ნახევარფინალში კი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე რუს აბაზგაჯი მაგომედევთან 0:10 დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, 70 კგ წონაში კი ელბაქიძემ საკვალიფიკაციო წრეში მონღოლ  ტემულეენ ენხტუიასთან 8:2 გამარჯვების შემდეგ,  1/8 ფინალში ეგვიპტელ ამრ ჰუსენთან 4:14 წააგო და ასპარეზობა დაასრულა.