ფოქსბოროში, „ჟილეტ სტედიუმზე“, L ჯგუფის გუნდების მეორე ტურის პირველი მატჩი გაიმართა.

ინგლისის და განის მატჩში უპირატესობა ინგლისელების მხარეს იყო, თუმცა, არც განელები იყვნენ უშანსოდ, საბოლოოდ კი  ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო კარის აღება. 

ინგლისი - განა 0:0

ბოლო ტურში ინგლისი პანამას შეხვდება და დიდი ალბათობით, მოიგებს და პირველ ადგილს შეინარჩუნებს, განა კი ხორვატიას ეთამაშება. ეს უკანასკნელი ტორონტოში, „ბიმო ფილლდზე“ ნახევარ საათში გავა მინდორზე პანამასთან სათამაშოდ.  

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ინგლისმა ხორვატიას 4:2 სძლია, განამ კი 1:0 მოუგო პანამას.