ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2026 წლის იანვარ-ივნისში შარშანდელთან შედარებით 33,3%-ით ნაკლები ფინანსური დახმარება მიიღო. 

ოკუპირებული აფხაზეთის მედია 2025 და 2026 წლების იანვარ-ივნისის ბიუჯეტის შემოსავლების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას.

მედიის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ნახევარში აფხაზეთის ბიუჯეტის შემოსავლებმა 7.8 მილიარდ რუბლს (~261 მილიონ ლარი) გადააჭარბა.

ეგრეთ წოდებული მინისტრთა კაბინეტის მონაცემებით, აფხაზეთის საკუთარი შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 637.1 მილიონი რუბლით გაიზარდა.

ამასთან, რუსეთიდან მიღებული ფინანსური დახმარება 1.09 მილიარდი რუბლით შემცირდა.

შესაბამისად, წელს საერთო შემოსავლები 2025 წელთან შედარებით 457 მილიონი რუბლით ნაკლებია.