ლიეტუვაში დასრულდა ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის პრემიული რაუნდი A ჯგუფის გუნდებს შორის.
მასპინძლებთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მინიმალური ანგარიშით გამარჯვება ესაჭიროებოდა. ქართველი ფეხბურთელები შეხვედრის პირველი წუთებზე დაწინაურდნენ, მაგრამ ლიეტუველებმა მე-8 წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, მე-10 წუთზე გიორგი აირაპეტიანის გაძევების შემდეგ რიცხობრივ უპირატესობაში დარჩენილებმა დაწინაურება შეძლეს.
ტაიმი მასპინძლებმა 3:1 მოიგეს, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე კი ანგარიში 5:1 გახდა. ქართველმა ფეხბურთელებმა შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და 38-ე წუთზე ნიკოლოზ გოგოხიას მიერ გატანილი გოლის შემდეგ დაწინაურდნენ კიდევაც, მაგრამ, სამწუხაროდ, მსაჯმა გოლის ავტორი მოედნიდან გააძევა და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა გუნდმა სასურველი ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო.
შემდეგი ეტაპის ერთადერთი საგზური გერმანიამ მოიპოვა და იგი მასპინძელ მოლდოვასთან ერთად ფინალში ასპარეზობისთვის, შვიდიდან ერთ-ერთ ჯგუფში, იტალიასთან, რუმინეთთან და სლოვაკეთთან იბრძოლებს საგზურისთვის.
საქართველო გერმანია 1:1
ლიეტუვა - მალტა 2:3
საქართველო - მალტა 9:0
გერმანია - ლიეტუვა 3:1
გერმანია - მალტა 7:2
საქართველო - ლიეტუვა 7:7