სტიქიამ ფოთის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.  მერიაში შეიქმნა სპეციალური კომისია , რომელიც ძლიერი ქარის  შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის. 

,,ქალაქში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები , რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ. დროებით გადაიხურა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.ასევე,  შეიქმნა სპეციალური  კომისია , რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის.,“- აცხადებენ მერიაში. 
 შეგახსენებთ,  ფოთის მუნიციპალიტეტეტში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები  , მანქანები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები დააზიანა. მოგლეჯილია ხეები.