14-დან 18 იანვრის ჩათვლით, ინგლისის ქალაქ შეფილდში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.
შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები სრული გუნდით გაემგზავრება. ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები), ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია გუბანოვა (ქალები) და დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები) მიიღებენ.
ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
14 იანვარი
17:00 სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა)
21:00 ქალები (მოკლე პროგრამა)
15 იანვარი
17:00 კაცები (მოკლე პროგრამა)
22:00 სპორტული წყვილები (თავისუფალი პროგრამა)
16 იანვარი
16:00 სპორტული ცეკვა (რიტმული ცეკვა)
22:00 ქალები (თავისუფალი პროგრამა)
17 იანვარი
17:00 კაცები (თავისუფალი პროგრამა)
22:30 სპორტული ცეკვა (თავისუფალი პროგრამა)
18 იანვარი
19:00 საჩვენებელი პროგრამა
ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე, რომელიც 6 თებერვლიდან მილანში გაიმართება.




