ლიეტუვის ქალაქ კაუნასში ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატის მეორე დღის კალენდრით გათვალისწინებული შეჯიბრებები მომდინარეობს.  

დღეს შეჯიბრებაში ჩაერთნენ და მოკლე პროგრამით იასპარეზეს მოციგურავე ქალებმა.

ევროპის გასული წლის ჩემპიონმა ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამით გამოსვლაში 68,94 ქულა მიიღო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მოკლე პროგრამით ასპარეზობაში 50,54 ქულა მიიღო და ფინალის 24 მონაწილეს შორის მოხვდა ალინა ურუშაძე.

1. ლოენა ჰენდრიქსი (ბელგია) - 74,66
2. ნინა პინზარონე (ბელგია) - 69,70
3. ანასტასია გუბანოვა (საქართველო) - 68,96
23. ალინა ურუშაძე (საქართველო) - 50,54


თავისუფალი სტილით ქალები 13 იანვარს, ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს იასპარეზებენ