ბრატისლავაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკ ძიუდოისტთა 21 წლამდე ასაკის) შორის.
90 კგ წონითი კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში ლუკა ჯავახიშვილმა თანაგუნდელი ლუკა კარელიშვილი დაამარცხა და საქართველოს ბრატისლავაში პირველი მედალი მოუპოვა.
100 კგ წონაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნოდარ ალაფიშვილმა და გიორგი ბენდელიანმა.
14-კაციანი გუნდის (5 ქალი და 9 ვაჟი) სხვა წევრები უმედლოდ დარჩნენ, გუნდი კი საქართველოსთვის მეტად უჩვეულო, მეთხუტმეტე ადგილზე აღმოჩნდა მოპოვებული მედლების რაოდენობით