შტუტგარტში, „მერსედე-ბენც არენაზე" ევრო 2024-ის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა

გერმანიის და ესპანეთის გუნდების შეხვედრის პირველი ნახევარში რეალური საგოლე მომენტები არ შექმნილა, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე კი ჯერ ალვარო მორატამ გაუშვა ხელიდან საგოლე მომენტი, შემდეგ 51-ე წუთზე კი მისი მონაწილეობით კომბინაცია დანი ოლმომ დააგვირგვინა კარის აღებით.

გაშვებული გოლის შემდეგ გერმანელებმა რამდენჯერმე შექმნეს ესპანელების კართან საგოლე მომენტი და შეხვედრის 89-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. გოლი ფლორიან ვირცმა გაიტანა.

დამატებითი დრო იწურებოდა, როდესაც მიკელ მორინომ გოლი გაიტანა და შეხვედრა ესპანეთმა 2:1 მოიგო

ესპანეთი - გერმანია 2:1(0:0, 1:1) დამატებით დროში
გოლები: 51: დანი ოლმო 1:0, 89' ფლორიან ვირცი 1:1, 119' მიკელ მერინო 2:1
გაძევება: 119' დანიელ კორვახალი (ესპანეთი, მეორე ყვითელი)