დასრულა ევრო 2024-ის პლეი ოფების ნახევარფინალური შეხვედრები

თბილისში ლუქსემბურგის ნაკრებთან გამარჯვებული საქართველოს ნაკრების მეტოქე ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის და ყაზახეთის გუნდების შეხვედრის შემდეგ გაირკვა. საბერძნეთმა ყაზახეთი 5:0(4:0) დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზურისთვის საქართველოსთან 26 მარტს, თბილისში ითამაშებს

პლეი ოფის სხვა ნახევარფინალური შეხვედრები ასე დასრულდა:

უელსი - ფინეთი 4:1(2:1)
პოლონეთი - ესტონეთი 5:1(1:0)

ისრაელი - ისლანდია 1:4(1:2)
ბოსნია და ჰერცეგოვინა - უკრაინა 1:2(0:0)
უკრაინამ შეხვედრა 85-ე და 88-ე წუთებზე გატანილი გოლებით მოიგო

პლეი ოფის ფინალში უელსი პოლონეთს შეხვდება, უკრაინა კი ისლანდიას.  

შეგახსენებთ, პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველომ ლუქსემბურგს 2:0 მოუგო