ევრო 2024-ის C ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები დასრულდა.
სერბეთთან შეხვედრაში სლოვენია შეხვედრის 89 წუთზე დაწინაურდა და ანგარიშს კომპენსირებული დროის ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა. 90+5 წუთზე ლუკა იოვიჩმა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი გაგზავნა სლოვენიელთა კარში და გუნდს პირველი ქულა მოუტანა.
სლოვენია - სერბეთი 1:1(0:0)
გოლები: 69' ჟან კარნიჩნიკი 1:0, 90+5 ლუკა იოვიჩი 1:1
ინგლისის და დანიის გუნდების შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე ჰარი კეინმა გახსნა, 16 წუთის შემდეგ კი დანიელმა მორტენ იულმანმა წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა , მაგრამ ვერცერთმა ვერ გამოიყენა.
ინგლისი - დანია 1:1(1:1)
გოლები: 18' ჰარი კეინი, 34' მორტონ იულმანი 1:1
25 ივნისს ინგლისი სლოვენიას, სერბეთი კი დანიას შეხვდება.