ამის შესახებ ინფორმაციას The Skating Lesson თავის ტვიტერზე აქვეყნებს და მას რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ადასტურებენ
The Skating Lesson წერს, რომ რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციამ სპორტული ცეკვის ოსტატებს, დიანა დევისს და გლებ სმოლკინს სხვა ქვეყნის ეგიდით ასპარეზობის ნება დართო.
იანვარში გავრცელებული ინფორმაციით, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი ისრაელის ნაკრების სახელით აპირებდნენ გამოსვლას, რაც მოგვიანებით ისრაელის ნაკრების მწვრთნელმა უარყო.
ფიგურული სრიალის ცნობილმა სპეციალისტმა, ტატიანა ტარასოვა ამბობს, რომ არც სპორტსმენების გაკიცხვას არ აპირებს და არც ფედერაციის გადაწყვეტილებას არ თვლის არასწორად
„ არ არის საჭირო ავუკრძალოთ ადამიანებს იცხოვრონ ისე, როგორც მათ სურთ. არ არის საჭირო, აუკრძალოთ ადამიანებს ცხოვრება ისე, როგორც მათ სურთ, ”- განუცხადა ტარასოვამ „სპორტ ექსპრესს".
დიანა დევისი და გლებ სმოლკინი ერთად 2018 წლიდან ასპარეზობენ . 2020-2021 წლების სეზონში მათ მოიგეს რუსეთის თასი იუნიორთა შორის, ხოლო 2022 წლის თებერვალში პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მე-14 ადგილზე გავიდნენ.
2022-2023 წლების სეზონში 20 წლის დიანა დევისმა და 23 წლის სმოლკინმა ყველა შიდა შეჯიბრება გამოტოვეს და შეერთებულ შტატებში ვარჯიშობდნენ.
„სპორტ ექსპესი" წერს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი ახლოს არიან სპორტული მოქალაქეობის შეცვლასთან და ისინი საქართველოს ნაკრების სახელით გამოვლენ.
ამერიკაში დაბადებული დიანა დევისი ცნობილი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია. იგი 2022 წლიდან წყვილთა ცეკვებში თავის პარტნიორთან, გლებ სმოლკინთან არის ქორწინებაში.