პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა 57 კგ წონით კატეგორიის მედლებისთვის მებრძოლი წყვილები გამოვლინდნენ

ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა რეპეშაჟში მონღოლი ერხრილენ ლხანგვატოგო დაამარცხა ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ სარა-ლეონ სისიკს შეხვდება

მეორე ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს იაპონელი ჰარუკა ფუნაკუბო და ბრაზილიელი რაფაელა სილვა დაეიჭიდებიან, ხოლო ოქროს მედლის მფლობელი კორეელ მიმი ჰუჰს და კანადელ კრისტა დეგუჩის შორის შეხვედრაში გამოვლინდება