ესპანეთის ქალაქ ლეონში მიმდინარე 20 წლამდე ასაკის ძალოსანთა მსოფლიო პირველობაზე დასრულდა ასპარეზობა 87 კგ წონითი კატეგორიის გოგონათა შორის.

ქართველმა ძალოსანმა, 2006 წელს დაბადებულმა მარიამ მურღვლიანმა პირველ მოძრაობაში 105 კგ აიტაცა და მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აკვრაში მარიამ მურღვლიანი მეოთხე ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში კი მან 230 კგ-ით მესამე ადგილი დაიკავა და დიდი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა