ექვსი ერის თასზე მეოთხე ტურის შეხვედრები დასრულდა.
შოტლანდიელებმა მორაგბეებმა, რომლებმაც მიმდინარე გათამაშება იტალიაში სენსაციური მარცხით დაიწყეს და მწვრთნელის გათავისუფლებას ბეწვზე გადაურჩნენ, „მარიფილდ სტადიუმზე“ ინგლისის შემდეგ საფრანგეთი დაამარცხეს.
შოტლანდია - საფრანგეთი 50:40 (19:14)
ირლანდიამ დუბლინში, „ავივა სტედიუმზე“, უელსი დაამარცხა.
ირლანდია - უელსი 27:12 (12:10)
ინგლისის და იტალიის გუნდების შეხვედრა სენსაციურად დასრულდა. იტალიელებმა ისტორიაში პირველად სძლიეს ინგლისელებს.
იტალია - ინგლისი 23-18 (10:12)
ბოლო ტურში ირლანდია შოტლანდიას მიიღებს, უელსი - იტალიას, საფრანგეთი კი ინგლისს.
მასალა ბოლოს 23:15 საათზე განახლდა




