ყატარის დედაქალაქ დოჰაში ელვისებურ ჭადრაკში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატში 15 ტურის შემდეგ ხუთმა მოჭადრაკემ დააგროვა 11,0 ქულა და მათგან კოეფიციენტების ცხრილით უარესი შედეგის მქონე რუსი გუნინა დასკვნით ასპარეზობას გამოეთიშა, ყაზახი ბიბისარა ასაუბაიევა, უკრაინელი ანა მუზიჩუკი, ნიდერლანდელი ელინ რობერსი და ჩინელი ჟუ ჯინერი კი ნახევარფინალში გავიდნენ.
ბიბისარა ასაუბაიევამ ნახევარფინალში ჩინელი ჟუ ჯინერი 3:0 დაამარცხა, ფინალში კი უკრაინელ ანა მუზიჩუკს, რომელმაც ნახევარფინალში ნიდერლანდელ ელინ რობერს 2,5:1,5 მოუგო, 2,5:1,5 სძლია.
ბიბისარა ასაუბაიევა ელვისებურ ჭადრაკში მესამედ (2021, 2022, 2025) გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
ქართველმა მოჭადრაკეებმა ასეთი შედეგები აჩვენეს;
18. მერი არაბიძე - 9,5 ქულა
34. ინგა ჭარხალაშვილი - 9,0 ქულა
54. ნინო ბაციაშვილი - 8,0 ქულა
75. ნანა ძაგნიძე - 7,5 ქულა
100. ანასტასია კირთაძე - 6,5 ქულა
113. ბელა ხოტენაშვილი - 6,0 ქულა
115. კესარია მგელაძე - 6,0 ქულა
ღია პირველობაზე 19 ტურის შემდეგ 15 ქულით პირველ ადგილზე ინდოელი არჯუნ ერიგაისი გავიდა, 14 ქულით მეორე ამერიკელი ფაბიანო კარუანა იყო, ხოლო 13,5 ქულით მესამე ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი. 13,0-13,0 ქულის მქონე ექვსი მოჭადრაკიდან კოეფიციენტების ცხრილით მეოთხე ადგილი უზბეკმა ნოდირბეკ აბდუსატოროვმა დაიკავა.
ნახევარფინალში არჯუნ ერიგაისი ნოდირბეკ აბდუსატოროვთან 0,5:2,5, ფაბიანო კარუსანა კი მაგნუს კარლსენთან 1:3 დამარცხდა.
ფინალშ მაგნუს კარლსენმა 2,5:1,5 სძლია ნოდირბეკ აბდუსატოროვს და ელვისებურ ჭადრაკში მეცხრედ (2009, 2014, 2017, 2018, 2019, 2022, 2023, 2024 - იან ნეპომნიაშჩისთან ერთად, 2025) გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
ბაადურ ჯობავამ 11 ქულით 48-ე ადგილი დაიკავა, ლევან ფანცულაიამ ამდენივე ქულით 63-ე, ხოლო გიგა ყუფარაძემ 9,5 ქულით 134 ადგილი.




