ნიდერლანდების ერედივიზიონში მეცამეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

ხუთმატჩიან წაგებათა სერია შეწყვიტა ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორმა“, რომელმაც როტერდამულ დერბიში „ფეინორდი“ დაამარცხა.

ირაკლი ეგოიანმა (Flashscore — 6.6) თავისი გუნდი მე-40 წუთზე პენალტი დააწინაურა. მან შეხვედრა სრულად ითამაშა

„ფეინორდი“ - „ექსელსიორი“ 2:3(1:2)
გოლები: 2' გივაირო რიდი 1:0, 6' მარიო დომინგესი 1:1, 40' ირაკლი ეგოიანი, თერთმეტმეტრიანიდან 1:2, 58' კასპერ ვიდელი 1:3, 67' იან პლუგი, საკუთარ კარში 2:3



მოამზადა რაულ კაპანაძემ