იორდანიაში დასრულდა 17 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი

მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი 92 კგ წონითი კატეგორიის ფინალური შეხვედრით დაგვირგვინდა.

ქართველმა მოჭიდავემ, მსოფლიო სამგზის და ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსნის, გენო პეტრიაშვილის ძმამ, კონსტანტინე პეტრიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში 8:0 სძლია ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე როდიონ სანაკოევს და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

კონსტანტინე პეტრიაშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე მერვედფინალში ამერიკელ ელაიჯა ჯონ იაკომოჰალისს 7:5 სძლია, მეოთხედფინალში ყირგიზი ფარუხ მომუნჟანოვი 7:0, ნახევარფინალში ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე ბელარუსი ალექსეი ხოდუნოვი,

სულ ქართველმა მოჭიდავეებმა ამანში ერთი ოქროს (კონსტანტინე პეტრიაშვილი, ორი ვერცხლის (თავისუფალი სტილი, 80 კგ ნიკოლოზ მაისურაძე; ბერძნულ-რომაული სტილი, 60კგ ვახტანგ ლოლუა; ბერძნულ-რომაული სტილი, 71კგ გიორგი ალადაშვილი; ბერძნულ-რომაული სტილი, 92 კგ ვლადიმერ მინაძე)

გუნდურ ჩათვლაში ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 77 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავეს, ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეებმა - ადგილი, ქართველმა მოჭიდავე გოგონებმა (3 მონაწილე) კი 22-ე ადგილი.

ბერძნულ-რომაული სტილი
1. ირანი - 140 ქულა
2. უზბეკეთი - 1134 ქულა
3. აზერბაიჯანი - 105 ქულა

ოქროს მედლები
ირანი - 3
აზერბაიჯანი - 2
აშშ - 1
უკრაინა - 1
ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე მოჭიდავეები - 3

თავისუფალი სტილი
1. აშშ - 152 ქულა
2. ირანი - 132 ქულა
2. ყირგიზეთი - 104 ქულა

ოქროს მედლები
აშშ - 3
ყირგიზეთი - 3
ირანი - 2
საქართველო - 1
უზბეკეთი - 1


გოგონები
1. ინდოეთი - 185 ქულა
2. იაპონია - 146 ქულა
3. ყაზახეთი - 79 ქულა

ოქროს მედლები
ინდოეთი - 5
აშშ - 1
იაპონია - 1
კანადა - 1
ჩინეთი - 1
ნეიტრალური სტატუსით მოჭიდავე - 1